ავტორიზაცია

რამდენად რეალურია რონალდუს ტრანსფერი ატლეტიკოში? — MARCA-ს ინფორმაცია

რამდენად რეალურია რონალდუს ტრანსფერი ატლეტიკოში? — MARCA-ს ინფორმაცია
თარიღი 18 ივლ 2022, 16:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე ზაფხულს "ატლეტიკოში" არ გადავა.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, მადრიდული კლუბისთვის პორტუგალიელის შეძენა ეკონომიკურად შეუძლებელია.

ამჟამად "როხიბლანკო" ვერც 37 წლის სუპერვარსკვლავის მაღალ ხელფასს გადაიხდის და ვერც მის სატრანსფერო ღირებულებას.

აღინიშნება, რომ რონალდუს "ატლეტიკოში" შესაძლო გადასვლაზე ჭორებს ფეხბურთელის გარემოცვა ავრცელებს, კლუბმა კი ეს იდეა უმალვე იუარა.

მოგეხსენებათ, კრიშტიანუს, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლამდე აკავშირებს, კლუბის შეცვლა ამ ზაფხულსვე უნდა, რათა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს.

2021/22 წლების სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად "ეშმაკუნების" მაისურით 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 24 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც მიითვალა.