რა ნომრით იასპარეზებს ლევანდოვსკი ბარსელონას რიგებში?
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თუ რა ნომრით ითამაშებს გუნდის ახალწვეული, რობერტ ლევანდოვსკი კატალონიურ გრანდში.
ასე და ამგვარად, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სურთ, რომ პოლონელმა ფორვარდმა 9-ნომრიანი მაისური მოირგოს, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.
ამის მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობის მიერ გუნდში გარკვეული იერარქიის დამყარების სურვილია, აგრეთვე კომერცია: ცნობილი ფეხბურთელების მაისურები პოპულარული ნომრებით უფრო უკეთესად იყიდება, ამიტომ აიღო ფატიმ ათიანი, პედრიმ კი - რვიანი.
მოგეხსენებათ, "ბარსელონას" 9 ნომერი ამჟამად თავდამსხმელი, მემფის დეპაია. იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდიელი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე არ წავა, კლუბი მას სთხოვს, რომ ლევანდოვსკის ცხრიანი დაუთმოს.
ცნობისთვის, "ბლაუგრანამ" 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი "ბაიერნიდან" 50 მილიონ ევროდ იყიდა, საიდანაც 5 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.