სიტყვიერი თანხმობა მიღებულია - გაბრიელ ჟესუსის შემდეგ, არსენალი სიტის კიდევ ერთ ფეხბურთელს იმატებს

„არსენალმა“ „მანჩესტერ სიტის“ მცველის, ოლექსანდრ ზინჩენკოს ტრანსფერი შეათანხმა.
The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორშტეინის ინფორმაციით, „მეთოფეებმა“ უკრაინელი ფეხბურთელისგან ტრანსფერზე სიტყვიერი თანხმობა უკვე მიიღეს.
ამჟამად, კლუბი და ფეხბურთელი საბუთების დეტალებს განიხილავენ, რის შემდეგაც შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება.
„ქალაქელები“ ზინჩენკოს სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს მიიღებენ და კიდევ 2 მილიონს - ბონუსების ჩათვლით. კლუბებს შორის შეთანხმება უკვე დიდი ხანია მიღწეულია.
უახლოეს პერიოდში, ზინჩენკო „არსენალში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კონტრაქტს გააფორმებს და გუნდს ოფიციალურად შეუერთდება.