ავტორიზაცია

კარგი ხელფასი, კარგი პირობებით - ჯუღელი კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველის აგენტი გახდა

კარგი ხელფასი, კარგი პირობებით - ჯუღელი კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველის აგენტი გახდა
თარიღი 18 ივლ 2022, 23:51

ცნობილი ქართველი საფეხბურთო მენეჯერი მამუკა ჯუღელი კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის აგენტი გახდა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, თბილისის "მერანის" ლიდერი ცოტნე ჩიქოვანი კარიერას ფოთის "კოლხეთში" გააგრძელებს.

ჩვენივე ცნობით, ჯუღელმა და კლუბის სამწვრთნელო შტაბმა 21 წლის ფეხბურთელს საკმაოდ კარგი პირობები შესთავაზა და მის სანაცვლოდ "მერანს" თანხაც გადაუხადა.

ჩიქოვანი ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, სისწრაფით და ტექნიკური თამაშით გამოირჩევა და 21-წლამდე ნაკრების თავკაცის, რამაზ სვანაძის მეთვალყურეობის ქვეშაცაა.

რაც შეეხება ჩიქოვანის ახალ კლუბს, "კოლხეთი" ლიგა 3-ში მეორე ადგილს იკავებს და ახლოსაა რანგით მეორე ლიგაში გადასვლასთან.

შეგახსენებთ, რომ ჯუღელი ისეთი მოთამაშეების აგენტიცაა, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი და სხვები არიან.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი