ვინ რამდენი დახარჯა ამ ზაფხულს ტრანსფერებში? ლიდერი ბაიერნია

ცნობილი გახდა დეტალები, თუ რომელმა გუნდმა დახარჯა ამ დრომდე ამ ზაფხულს ტრანსფერებში ყველაზე დიდი თანხა:
18 ივლისის მონაცემებით ყველაზე მეტი „ბაიერნმა" დახარჯა - 120.5 მილიონი ევრო, ეს სია Bild-მა შეადგინა.
1. „ბაიერნი" - 120.5 მილიონი ევრო (მატეის დე ლიგტი - 70, სადიო მანე - 32, რაიან გრავენბერხი 18.5 მილიონი ევრო)
2. „მანჩესტერ სიტი" - 108.75 მილიონი ევრო (ერლინგ ჰოლანდი - 60, კელვინ ფილიპსი - 48.75 მილიონი ევრო)
3. „ბარსელონა" - 103 მილიონი ევრო (რობერტ ლევანდოვსკი - 45, რაფინია დიასი - 58)
4. „არსენალი" - 97.06 მილიონი ევრო (გაბრიელ ჟესუსი 52.5, ფაბიუ ვიეირა - 35, მეტ ტერნერი - 6.36, მარკინიოს ოლივეირა - 3.5)
5. „ჩელსი" - 94.2 მილიონი ევრო (რაჰიმ სტერლინგი - 56.2, კალიდუ კულიბალი - 38)
6. „ბორუსია დორტმუნდი" - 86 მლნ ევრო (სებასტიან ალერი - 31, კარიმ ადეიემი 30, ნიკო შლოტერბეკი 20, სალიჰ ოზჯანი 5)
7. „ლივერპული" - 85.8 მილიონი ევრო (დარვინ ნუნიესი - 75, ფაბიუ კარვალიუ - 5.9, კელვინ რემზი - 4.9)
8. „რეალი" - 80 მილიონი ევრო (ორელიან ჩუამენი - 80)
9. „პსჟ" - 79.5 მილიონი ევრო (ვიტინია 41.5, ნუნო მენდეში - 38)
10. „მანჩესტერ იუნაიტედი" - 72.37 მილიონი ევრო (ლისანდრო მარტინესი - 57.37, ტირელ მალასია 15).