კარგი მატჩი სერბეთში - თოლორდავა ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!
რამდენიმე დღის წინ, ქართველი მცველი ანტონ თოლორდავა "რადნიჩკის" ფეხბურთელი გახდა.
სერბეთის ჩემპიონატის მეორე ტურში "რადნიჩკი" "პარტიზანს" დაუპირისპირდა და ფრედ 3:3 ითამაშა.
თოლორდავა ძირითად შემადგენლობაში იყო, საგოლე გადაცემა გააკეთა და მეორე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.