"ტყვიამფრქვევია, მისნაირი ფორვარდი ყველა ტოპ კლუბს სჭირდება", - ლაპორტამ ლევანდოვსკის ტრანსფერი შეაფასა
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიური გრანდის სატრანსფერო კამპანიის შესახებ ისაუბრა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელმა "ბაიერნის" აწ უკვე ექს-თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე კომენტარის გაკეთებისას გაამხილა, თუ რა მიზნები აქვს "ბლაუგრანას".
"ვოცნებობ, რომ "ბარსა" კვლავ გახდეს ორიენტირი მთელი მსოფლიოსთვის. ამაზე ვმუშაობთ. თუ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მაშინ რთული იქნება. ნელ-ნელა ამას ვაღწევთ, მაგრამ ახლა კიდევ უფრო თავდაუზოგავად მუშაობაა საჭირო. ეს ახლავე უნდა გავაკეთოთ. დემბელე, რაფინია, ლევანდოვსკი, ობამეიანგი, ფერანი... მათთან ერთად. ვფიქრობ, მატეუ ალემანი და ხორდი კრუიფი კარგად მუშაობენ".
"ბარსას", როგორც ნებისმიერ ტოპ კლუბს, ძლიერი, გამტანი თავდამსხმელი სჭირდება. რობერტი ტყვიამფრქვევია. რამდენჯერმე მოიგო "ოქროს ბურთი". გოლების გარანტიას იძლევა და თითოეულ ტოპ კლუბს სჭირდება ასეთი ფორვარდი. მასთან, ანსუსთან, ობამეიანგთან ერთად გოლების გარანტია გვაქვს".
"ამ ყველაფერთან ერთად, რობერტის მეუღლე დიეტოლოგია. კარგია, როცა გყავს ქალი, რომელიც შენზე ზრუნავს", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.