ავტორიზაცია

კავანი ახალ გუნდს შეუთანხმდა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა — როდის დაიხურება ტრანსფერი?

კავანი ახალ გუნდს შეუთანხმდა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა — როდის დაიხურება ტრანსფერი?
თარიღი 19 ივლ 2022, 16:54

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ურუგვაელი ფორვარდი, ედინსონ კავანი "ვილიარეალში" გადასვლასთან არის ახლოს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" 35 წლის შემტევთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, რომელმაც ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

კავანიმ "ვილიარეალში" თამაშზე თანხმობა განაცხადა. ახლა კლუბი თავდამსხმელ პაკო ალკასერს უნდა შეელიოს, რათა სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავის დარეგისტრირება მოახერხოს.

აღინიშნება, რომ "ვილიარეალს" ახალწვეულების დამატება ფეხბურთელების გაყიდვის გარეშე არ შეუძლია, ალკასერი კი ამჟამად გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და მისი წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ცნობისთვის, ესპანური გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერია, ვისი ხელმძღვანელობის ქვეშაც კავანი "პარი სენ ჟერმენში" ასპარეზობდა.

2021/22 წლების სეზონში ედინსონმა ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.