ავტორიზაცია

გალტიემ პსჟ-ს ტაქტიკური სქემა შეცვალა და მესის ახალი პოზიცია მოუძებნა — L'Equipe

გალტიემ პსჟ-ს ტაქტიკური სქემა შეცვალა და მესის ახალი პოზიცია მოუძებნა — L'Equipe
თარიღი 19 Jul 2022, 17:45

"პსჟ"-ს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ ტაქტიკური სქემა შეცვალა და ლიონელ მესის ახალი პოციზია მოუძებნა.

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, 55 წლის სპეციალისტი პარიზულ გუნდს, რომელიც წინასასეზონო მზადებას იაპონიაში გადის, 3-4-1-2 სქემით ათამაშებს.

ცენტრალურ მცველთა სამეულში პრესნელ კიმპემბე, მარკინიოსი და სერხიო რამოსი მოგვევლინნენ.

ლატერალების პოზიციები ნუნუ მენდეშმა, რომელმაც ხუან ბერნატი შეცვალა და აშრაფ ჰაკიმიმ დაიკავეს. მოედნის ცენტრში იდრისა გეიემ და ვიტინიამ ითამაშეს, მათ ნაცვლად ვარჯიშის მიმდინარეობისას მარკო ვერატი და ლეანდრო პარედესი გამოვიდნენ.

თავდამსხმელთა წყვილში კილიან მბაპე და ნეიმარი იყვნენ. ლიონელ მესი მათ უკან მოქმედებდა, ე.წ "ათიანის" პოზიციაზე, ნახევარმცველადაც და შემტევადაც.

მოგეხსენებათ, გალტიემ "პარი სენ ჟერმენი" ამ ზაფხულს ჩაიბარა და მაურისიო პოჩეტინო ჩაანაცვლა. პარიზელთა ახალი დამრიგებელი გასულ სეზონში "ნიცას" წვრთნიდა.