ავტორიზაცია

კლუბი, რომელსაც მარსელოს დამატება შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა — ცნობილია მიზეზიც

კლუბი, რომელსაც მარსელოს დამატება შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა — ცნობილია მიზეზიც
თარიღი 19 ივლ 2022, 18:51

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მარცხენა მცველმა, მარსელომ კარიერა შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც გამოცემა Foot Mercato წერს, 34 წლის ბრაზილიელთან კონტრაქტის გაფორმება "ლიონს" შესთავაზეს, თუმცა ოლიმპიკელებმა უარი განაცხადეს, რადგან ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლიონი" "ვილიარეალის" ლატერალს, პერვის ესტუპინიანს ანიჭებს უპირატესობას და მისი გადაბირება ურჩევნია.

თავის მხრივ, RMC Sport-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, Sport Mediaset-ი წერს, რომ მარსელოს გადაბირებით "მარსელის" მთავარი მწვრთნელი, იგორ ტუდორია დაინტერესებული. კლუბი პოტენციურ ტრანსგერზე მუშაობს.

მოგეხსენებათ, გამოცდილ სამხრეთამერიკელს ამ ზაფხულს "რეალთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მადრიდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.