30 მლნ ევრო + ფეხბურთელი: ინტერი სასურველი მცველის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
"ინტერის" ხელმძღვანელობა "ტორინოსთან" ცენტრალური მცველის, გლეისონ ბრემერის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
მილანურმა გრანდმა ტურინელებს 25 წლის ბრაზილიელში 30 მილიონი ევრო და 19 წლის ნახევარმცველის, ჩეზარე კაზადეის იჯარა შესთავაზა.
აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც ვარაუდობენ, უახლოეს საათებში ბრემერის თაობაზე პირველ წინადადებას "იუვენტუსიც" გააკეთებს.
"ტორინოს" ტექნიკურმა დირექტორმა, დავიდე ვანიატიმ დაადასტურა, რომ კლუბი ბრემერის თაობაზე "ინტერთანაც" მართავს მოლაპარაკებებს და "იუვენტუსთანაც".
გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა უკანახაზელმა სერია ა-ში 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.