ავტორიზაცია

რიგით მე-6 ახალწვეული — ტოტენჰემმა მიმდინარე ზაფხულის მორიგი ტრანსფერი დაადასტურა

რიგით მე-6 ახალწვეული — ტოტენჰემმა მიმდინარე ზაფხულის მორიგი ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 19 ივლ 2022, 20:19

"ტოტენჰემმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით "მიდლსბროს" მარჯვენა მცველის, ჯედ სპენსის შეძენა დაადასტურა.

ინგლისელმა უკანახაზელმა ლონდონურ კლუბთან 2027 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, "დეზები" 21 წლის ფეხბურთელში 12,5 მილიონ ფუნტს გადაიხდის და შეთანხმებაში გარკვეული ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული.

ცნობისთვის, სპენსი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ტოტენჰემის" მე-6 ახალწვეულია. აქამდე, ანტონიო კონტეს გუნდის რიგები რიშარლისონმა, ივ ბისუმამ, ივან პერიშიჩმა, ფრეიზერ ფორსტერმა და კლემან ლანგლემ შეავსეს, ეს უკანახაზელი კლუბს "ბარსელონადან" იჯარის წესით შეუერთდა.

სპენსმა, რომელიც ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად "მიდლსბროს" რიგებში 50 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც მიითვალა.