ავტორიზაცია

მადრიდის მერმა რონალდუს ატლეტიკოში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა

მადრიდის მერმა რონალდუს ატლეტიკოში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა
თარიღი 19 Jul 2022, 22:09

მადრიდის მერი, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს "ატლეტიკოში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"კრიშტიანუ საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, "ატლეტიკოში" წარსულის გამო არ ითამაშებს. გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი ამას არ შეეგუება", - ციტირებს მარტინეს-ალმეიდას სიტყვებს Marca.

მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 2009 წლიდან 2018 წლამდე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი იყო. "სამეფო კლუბის" მაისურით მან საერთო ჯამში 436 მატჩი ჩაატარა, 446 გოლი გაიტანა და 131 შედეგიანი პასიც გააკეთა.

"ბლანკოსის" დატოვების შემდეგ, რონალდუმ სამი წელიწადი ტურინის "იუვენტუსში" გაატარა, გასულ ზაფხულს კი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ატლეტიკოს" კრიშტიანუს დამატება შესთავაზეს, მაგრამ ესპანური კლუბი ვერც მის სატრანსფერო ღირებულებას გადაიხდის და ვერც ხელფასს.