ლევანდოვსკის კონტრაქტის ახალი დეტალი — ბარსელონამ გამოსასყიდი თანხის ოდენობა გაასაჯაროვა
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გუნდის ახალწვეულის, რობერტ ლევანდოვსკის გამოსასყიდი თანხის ოდენობა გაასაჯაროვა.
კატალონიურმა გრანდმა დაადასტურა, რომ პოლონელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ "ბაიერნს" 45 მილიონ ევროს გადაუხდის, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
33 წლის თავდამსხმელი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 4 წელზე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.
მოგეხსენებათ, რობერტი "ბაიერნის" ღირსებას 2014 წლიდან იცავდა, ამ დროის განმავლობაში მან მიუნხენელთა მაისურით 375 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 344 გოლი გაიტანა და 72 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.