ავტორიზაცია

გვარდიოლამ დაადასტურა: "ზინჩენკო სხვა გუნდში გადადის და უკვე დავემშვიდობეთ"

გვარდიოლამ დაადასტურა: "ზინჩენკო სხვა გუნდში გადადის და უკვე დავემშვიდობეთ"
თარიღი 20 Jul 2022, 13:54

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის მარცხენა მცველის, ალექსანდრ ზინჩენკოს "არსენალში" ტრანსფერი დაადასტურა.

"ჩვენი კლუბის სახელით ალექსანდრს მადლობას ვუხდი იმისათვის, რაც მოედანზე და მის ფარლებს გარეთ გააკეთა", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Mirror-ი.

"გუშინ ალექსთან ერთად კარგი დრო გავატარეთ, რადგან სათანადოდ შევძელით მასთან დამშვიდობება".

"სამწუხაროდ, გაბისთან (გაბრიელ ჟეზუსი) და რაჰიმთან (სტერლინგი) ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მასთან (ზინჩენკო) გამოგვივიდა. "არსენალში" გადადის", - დასძინა გვარდიოლა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელები" 25 წლის უკრაინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30+2 მილიონ ფუნტს მიიღებენ.

ზინჩენკომ, რომელიც "სიტის" ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან იცავდა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.