უგუნდოდ მყოფ ლუის სუარესს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
"აიაქსის", "ლივერპულის", "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა კარიერა შესაძლოა გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
35 წლის ურუგვაელის დამატება, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, "დორტმუნდს" შესთავაზეს.
თავის მხრივ, ბორუსიელები მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ახალი ფორვარდის დამატებას გეგმავენ, რადგან სებასტიან ალერს სათესლე ჯირკვილს სიმსივნე აღმოაჩნდა.
"დორტმუნდის" ხელმძღვანელობა შეტევის ხაზის გაძლიერების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და სუარესი ერთ-ერთი მათგანია.
მოგეხსენებათ, გამოცდილმა სამხრეთამერიკელმა ბოლო ორი სეზონი "ატლეტიკოში" გაატარა და მადრიდული გუნდი ამ ზაფხულს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ უფასოდ დატოვა.