ავტორიზაცია

დე იონგისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედს სერიოზული კონკურენტი ჰყავს

დე იონგისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედს სერიოზული კონკურენტი ჰყავს
თარიღი 20 Jul 2022, 14:57

"ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი "ჩელსიში" გადასვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, წერს გამოცემა Diario Sport-ი.

მოგეხსენებათ, კატალონიურ გრანდს ამ ზაფხულს 25 წლის ჰოლანდიელის გაყიდვა უნდა. "ლურჯ-ბროწეულისფრები" "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუთანხმდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელს "ეშმაკუნების" რიგებში წასვლა არ სურს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში დე იონგისთვის ყველაზე მიმზიდველი ვარიანტი არ არის, შესაძლოა "ჩელსიში" გადაბარგებას დათანხმდეს.

ფრენკი "არისტოკრატთა" სპორტული პროექტით საკმაოდ მოხიბლულია, რომლებიც "ემიუსგან" განსხვავებით მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ. სავარაუდოდ, "ჩელსი" ძალიან მალე "ბარსას" წინადადებით მიმართავს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დე იონგი "ბარსელონასგან" ერთგულების ბონუსის სახით 15 მილიონ ევროს ითხოვს, რადგან თავად წასვლა არ უნდა - კლუბი მას ამის გაკეთებას აიძულებს.