სევილია სხვა კლუბს შეუთანხმდა — ბარსელონა კუნდესთვის ბრძოლაში მარცხდება
"სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე "ჩელსიში" გადასვლასთან არის ახლოს, იტყობინება ცნობილი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.
კლუბები 23 წლის ფრანგის ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ - "არისტოკრატები" 50 მილიონ ევროს (+ ბონუსები) გადაიხდიან.
თავად ახალგაზრდა უკანახაზელიც თანახმაა ლონდონში გადაბარგებაზე და გარიგების კვირის ბოლომდე დახურვის იმედი აქვს.
"სევილიას" სპორტულმა დირექტორმა, რამონ მონჩიმ "ბარსელონას" აცნობა, რომ კუნდე "ჩელსიში" გაიყიდება, თუ კატალონიელები უახლოეს პერიოდში თავიანთ შეთავაზებას არ გააკეთებენ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრების" ბოსები კონკურენტების დამარცხებასა და კუნდეს ხელში ჩაგდებაში დარწმუნებულები არიან.