ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "არ მინდოდა 10 წლის შემდეგ სარკეში ჩამეხედა და მეთქვა, რომ ესპანეთში თამაშის ოცნება ვერ ავიხდინე"

ლევანდოვსკი: "არ მინდოდა 10 წლის შემდეგ სარკეში ჩამეხედა და მეთქვა, რომ ესპანეთში თამაშის ოცნება ვერ ავიხდინე"
თარიღი 20 Jul 2022, 19:08

"ბარსელონას" ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ საკუთარი ძალების ესპანეთის ჩემპიონატში მოსინჯვაზე ოცნებობდა.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი კატალონიურ გრანდში მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნიდან" გადავიდა.

"ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ არ მინდოდა 10 წლის შემდეგ სარკის წინ დავმდგარიყავი და საკუთარი თავისთვის მეთქვა, რომ კარიერისგან მაქსიმუმი ვერ მივიღე და ესპანეთში თამაშის ოცნება ვერ ავიხდინე".

"როგორც ჩემი გონება მეუბნება, სწორი ნაბიჯი გადავდგი, განსაკუთრებით ახლა", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს AS-ი.

ცნობისთვის, რობერტმა "ბარსელონასთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.