ავტორიზაცია

VIDEO: როცა ასაკი, მხოლოდ ციფრებია - რას აკეთებს ჯაბა კანკავა მატჩის 92-ე წუთზე?

თარიღი 21 ივლ 2022, 12:09

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვან ბრატისლავა" სტუმრად "ფერენცვაროშს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

მოგებული გუნდიდან პირველი გოლი გურამ კაშიამ გაიტანა, მეორე გოლის დროს კი საგოლე გადაცემა გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა.

36 წლის ჯაბა კანკავა კი კვლავ ბრწყინვალე იყო. 92-ე წუთზე, როცა მეტოქე შეტევას ცდილობდა, ის პრესტინგზე ადის და ბოლო წუთამდე იბრძვის.