როგორი იქნება საბურთალოს შემადგენლობა დღევანდელ მატჩში?
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო არენაზე" ბუქარესტის "სტიაუას" დაუპირისპირდება.
საინტერესოა, როგორი იქნება თბილისელთა სასტარტო შემადგენლობა დღევანდელ მატჩში.
ლაშა ნოზაძე "პარტიზანთან" მოგების შემდეგ, 11-ეულს არ შეცვლის და იგივე შემადგენლობით ითამაშებს.
გთავაზობთ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას
მეკარე: თორნიკე მეგრელიშვილი
მცველები: გიორგი ჯინჯოლავა, ლევან კაკუკავა, გია ჩადუნელი
ნახევარმცველები: იური ტაბატაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ბენედიქტ მიოკი
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი, ირაკლი სიხარულიძე, გიორგი გულიაშვილი