ბარსელონა დამარცხდა — კუნდეს ჩელსიში ტრანსფერი გარდაუვალია
"სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე, დიდი ალბათობით, კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა El Chiringuito ავრცელებს, ანდალუსიური კლუბის ყოფილ თანამშრომელ კრისტობალ სორიაზე დაყრდნობით.
როგორც აღინიშნება, 23 წლის ფრანგი ფეხბურთელის "არისტოკრატთა" რიგებში ტრანსფერი გარდაუვალია.
აქამდე დაიწერა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე "ბარსელონას" ხელმძღვანელობა კუნდეს ხელში ჩაგდებას კიდევ ერთხელ ეცდება.
გასულ სეზონში "სევილიას" დაცვის ხაზის ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა.