ავტორიზაცია

იკარდის სერიოზული მსურველი ჰყავს, მაგრამ პსჟ-დან წასვლა მაღალი ხელფასის გამო არ უნდა

იკარდის სერიოზული მსურველი ჰყავს, მაგრამ პსჟ-დან წასვლა მაღალი ხელფასის გამო არ უნდა
თარიღი 22 ივლ 2022, 15:23

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, მაურო იკარდის მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პარიზელთა რიგების დატოვება არ უნდა.

როგორც Foot Mercato იტყობინება, ფრანგულ კლუბს არგენტინელის გაყიდვა უნდა და თავად ფეხბურთელმაც იცის, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს სამომავლო გეგმებში არ შედის.

მიუხედავად ამისა, იკარდის წასვლა არ უნდა, რადგან 2024 წლამდე გათვლილ კონტრაქტში გათვალისწინებული ხელფასის ოდენობით კმაყოფილია.

მაუროსადმი ინტერესს "რომა" იჩენს და სპორტულ საკითხებში "პსჟ"-ს მრჩეველი, ლუიშ კამპუში რომაელთა მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ესაუბრა. მაგრამ სამხრეთამერიკელ ფორვარდს რომაელთა რიგებში გადასვლის ვარიანტი არ ხიბლავს.

გასულ სეზონში იკარდიმ საფრანგეთის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გატანილი ბურთით გამოიჩინა.