ავტორიზაცია

გრილიში: "ჰოლანდმა მითხრა, რომ ჩემში ორჯერ ნაკლები გადაიხადესო, ამიტომაც ზეწოლას ვერ ვგრძნობო"

გრილიში: "ჰოლანდმა მითხრა, რომ ჩემში ორჯერ ნაკლები გადაიხადესო, ამიტომაც ზეწოლას ვერ ვგრძნობო"
თარიღი 22 ივლ 2022, 15:34

"მანჩესტერ სიტის" გარემარბმა, ჯეკ გრილიშმა გუნდის ახალწვეულის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი "ქალაქელებს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "დორტმუნდიდან" შეუერთდა.

"როგორც კი საუკეთესო ფორმაში ჩადგება, მისი გაჩერება შეუძლებელი იქნება. ჰოლანდმა მითხრა: "ჩემს სანაცვლოდ ორჯერ ნაკლები გადაიხადეს, ამიტომაც ზეწოლას ვერ ვგრძნობ!".

"ძალიან უბრალო და გულწრფელი ბიჭია, ისეთია, როგორიც არის", - ციტირებს გრილიშის სიტყვებს ბრიტანული მედია.

მოგეხსენებათ, "სიტის" ჰოლანდის ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო 26 წლის ინგლისელში ერთი წლის წინ 118 მილიონი გადაიხადა.