"ჩელსიში გადავიდა", - ლაპორტა ბარსელონას გულშემატკივარს, რომელმაც კუნდეს ტრანსფერზე ჰკითხა
!["ჩელსიში გადავიდა", - ლაპორტა ბარსელონას გულშემატკივარს, რომელმაც კუნდეს ტრანსფერზე ჰკითხა](http://storage.goal.ge/uploads/posts/5me6xP2Xmzt311xYaOEOtNvs9orcwrek.jpg)
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ "სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე "ჩელსიში" გადავა.
ლას ვეგასში, სადაც კატალონიელები ამჟამად წინასასეზონო მზადებას გადიან, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელთან გულშემატკივარი მივიდა.
მათ შორის შემდეგნაირი დიალოგი შედგა:
– "ბარსა" კუნდეს იყიდის?
"არა, კუნდეს არა. "ჩელსიში" გადავიდა", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Diario Sport-ი.