ავტორიზაცია

"ჩელსის სასტარტო შემადგენლობას ვერ გააძლიერებს", - ჯონსონი რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე

"ჩელსის სასტარტო შემადგენლობას ვერ გააძლიერებს", - ჯონსონი რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე
თარიღი 22 ივლ 2022, 15:47

"ჩელსის" ყოფილმა მცველმა, გლენ ჯონსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე განცხადება გააკეთა.

"ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რატომ ყიდულობ მას. არა მგონია, ძირითადი შემადგენლობა გააძლიეროს, რადგან ყოველკვირა არ ითამაშებს".

"მაგრამ თუ მას კომერციული მიზეზების გამო შეიძენ, მაშინ შეუძლია დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიოს. ასე და ამგვარად, ყველაფერი ტრანსფერის მიზანზეა დამოკიდებული", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს ბრიტანული მედია.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის "ჩელსიში" გადასვლის შანსები ძალიან მცირეა.

მოგეხსენებათ, რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება უნდა, რადგან მომავალ სეზონში "ეშმაკუნები" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებენ.