ავტორიზაცია

"არ მისცეთ ატლეტიკოში წასვლის უფლება!", - რეალის ფანებმა პერესს რონალდუს დაბრუნებისკენ მოუწოდებენ

"არ მისცეთ ატლეტიკოში წასვლის უფლება!", - რეალის ფანებმა პერესს რონალდუს დაბრუნებისკენ მოუწოდებენ
თარიღი 22 Jul 2022, 18:26

"რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს გულშემატკივრებმა ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება სთხოვეს, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში თამაშობს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS-ი წერს, ესპანეთის მოქმედი ჩემპიონების ხელმძღვანელი ლოს ანჯელესში ჩავიდა, სადაც მადრიდელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან, 15 წუთის განმავლობაში იგი საწვრთნელ ბაზაზე შეკრებილ გულშემატკივრებს ავტოგრაფებს ურიგებდა.

ფანები სხვადასხვა წინადადებებს ყვიროდნენ, მაგალითად ჩემპიონთა ლიგის მე-15-ედ მოგებას და ღონისძიების ერთ-ერთმა სტუმარმა პერესს 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დაბრუნება სთხოვა.

"არ მისცეთ "ატლეტიკოში" წასვლის უფლება!", - თქვა გულშემატკივარმა. პრეზიდენტს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, მაგრამ ამ განცხადებას სხვა ფანების მხარდაჭერა მოჰყვა.

რონალდუ, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს, "რეალში" 2009 წლიდან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

მოგეხსენებათ, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა კრიშტიანუს შესაძლო გადაბირებას განიხილავს.