"საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე", - სადიო მანემ ლივერპულიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა
სადიო მანემ „ლივერპულიდან“ „ბაიერნში“ წასვლის მიზეზები განმარტა.
„წასვლის გადაწყვეტილება გასულ წელს მივიღე, იმიტომ რომ ცხოვრებაში ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. ახლა წასასვლელად იდეალური მომენტი იყო. ერთი წლის წინ იურგენ კლოპს ვესაუბრე და წასვლის სურვილი გამოვუთქვი.
თუ ჩემ ისტორიას გადახედავთ, დაინახავთ რომ პატარა ქალაქიდან ვარ - ჩემი ცხოვრება სულ გამოწვევებით იყო სავსე და ახლაც, მინდა ახალი გამოწვევებისთვის ვიბრძოლო.
პრემიერ ლიგაში რვა წელი გავატარე და აქედან დიდებული ექვსი - „ლივერპულში“. სიამაყით ვამბობ, რომ თითქმის ყველა შესაძლო ტიტული მოვიგეთ.
ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში ასეთების მიღებაც გიწევს და ახლა მგონია, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია.
მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში ვარ, როცა „ბაიერნი“ დამიკავშირდა და პროექტი გამაცნო, ამან გამიტაცა.
გუნდს დიდი მიზნები აქვს, იმიტომ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მინდა თასები მოვიგო, ჩემპიონთა ლიგაც, ასე რომ ასეთ დროს გადაწყვეტილება ადვილი მისაღებია.“ - აღნიშნა მანემ.