ავტორიზაცია

ტრანსფერი დაიხურა - ბაიერნის მცველი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

ტრანსფერი დაიხურა - ბაიერნის მცველი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 22 ივლ 2022, 22:27

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი კრის რიჩარდსი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „კრისტალ პალასმა“ მიუნხენურ გუნდთან ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე მოილაპარაკა.

რიჩარდსმა ლონდონურ გუნდში სამედიცინო შემოწნება უკვე გაიარა და „არწივებთან“ კონტრაქტიც გააფორმა. სულ მალე, კლუბები ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებენ.

ბონუსების გათვალისწინებით, რიჩარდსის ტრანსფერი „კრისტალ პალასს“ საერთო ჯამში 20 მილიონ ევრომდე დაუჯდება.

გასული სეზონი კრისმა იჯარით „ჰოფენჰაიმში“ გაატარა, თუმცა „ბაიერნში“ დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა, რომ იულიან ნაგელსმანი მასზე იმედებს არ ამყარებს.