სიტუაცია შეიცვალა — ბარსელონა კუნდესთვის ბრძოლაში დაბრუნდა!
"ბარსელონა" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსისთან" "სევილიას" ცენტრალურ მცველ ჟიულ კუნდესთვის ბრძოლას აგრძელებს.
El Partidazo de COPE-ს ინფორმაციით, კატალონიურ გრანდში 23 წლის ფრანგი უკანახაზელის ყიდვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.
აქამდე გავრცელებული ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. კლუბში ჩათვალეს, რომ ტრანსფერის გაჩარხვა რთული იქნებოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალ;ა.
"ბარსელონას" ანდალუსიელებისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ კიდევ არ მიუმართავთ, მაგრამ ამ ვარიანტს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში კუნდემ ყველა ტურნირზე ერთად "სევილიას" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა.