ავტორიზაცია

"მისი გადაწყვეტილების არანაირად არ მესმის", - სალიჰამიჯიჩი ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლაზე

"მისი გადაწყვეტილების არანაირად არ მესმის", - სალიჰამიჯიჩი ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლაზე
თარიღი 23 Jul 2022, 10:39

"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, პოლონელმა სუპერვარსკვლავმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენურ გრანდს განუცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდოდა და წასვლას აპირებდა.

– რამდენად გესმით ლევანდოვსკის გადაწყვეტილების?

"0,0%-ით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ როცა ფეხბურთელი ვიყავი, ჩემს კონტრაქტებში გათვალისწინებულ ვადებს ყოველთვის ბოლომდე ვწურავდი, ეს უბრალოდ ლოგიკურია".

"როგორც ფეხბურთელი, ყველა საკითხს კლუბის შიგნით ვაგვარებდი, ყველაფერს დამოუკიდებლად ვწყვეტდი და კონტრაქტის ამოწურვამდე ვრჩებოდი", - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს გაზეთი Zeit-ი.