ავტორიზაცია

ვეინალდუმს სერიოზული მსურველი ჰყავს, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა

ვეინალდუმს სერიოზული მსურველი ჰყავს, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა
თარიღი 23 ივლ 2022, 10:51

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კლუბი დატოვოს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იუწყება, ჰოლანდიელით "რომა" ინტერესდება. იტალიური გუნდი პარიზელთა ხელმძღვანელობას შესაძლოა უახლოეს პერიოდში დაუკავშირდეს, რათა 31 წლის ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის პირობების შესახებ შეიტყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და მხარეებს შორის არც კონტაქტი ყოფილა.

ამავდროულად, "რომა" "რედ ბულ ბრაგანტინოს" მცველის, ნათან ბერნარდოს შეძენაზე მუშაობს. "მგლებმა" 21 წლის ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზება უკვე გააკეთეს.

ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში ვეინალდუმმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს ღირსება 38 მატჩში დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც გააკეთა.