ავტორიზაცია

რა სახის სასჯელი და სიმკაცრე დააწესა კრისტოფ გალტიემ პსჟ-ში?

რა სახის სასჯელი და სიმკაცრე დააწესა კრისტოფ გალტიემ პსჟ-ში?
თარიღი 23 ივლ 2022, 11:10

"პსჟ"-ს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ გუნდში დისციპლინა გაამკაცრა, იტყობინება გავლენიანი გამოცემა L'Equipe.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბის ფეხბურთელებს ჭამის დროს მობილური ტელეფონებით სარგებლობა აკრძალული აქვთ.

გარდა ამისა, იმ მოთამაშეებს, რომლებიც საპატიო მიზეზის გარეშე დააგვიანებენ ბაზაზე მისვლას, ვარჯიშის უფლებას არ მისცემენ და სახლში გაუშვებენ.

მოგეხსენებათ, გალტიე "პარი სენ ჟერმენს" სათავეში მიმდინარე ზაფხულს ჩაუდგა, აღნიშნულ პოსტზე მან მაურისიო პოჩეტინო ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ 55 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, რომელიც გასულ სეზონში "ნიცას" ედგა სათავეში, პარიზელებთან 2024 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.