ავტორიზაცია

კუნდეს ბარსელონაში ტრანსფერი 99%-ით დახურულია — ესპანელი ჟურნალისტი

კუნდეს ბარსელონაში ტრანსფერი 99%-ით დახურულია — ესპანელი ჟურნალისტი
თარიღი 23 Jul 2022, 11:37

როგორც ჩანს, "ბარსელონამ" "სევილიას" ცენტრალურ მცველ ჟიულ კუნდესთვის ბრძოლაში "ჩელსის" აჯობა.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო იტყობინება, რომ დღეს დილით კატალონიელებმა და ანდალუსიელებმა 23 წლის ფრანგის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი 99%-ით დახურულია.

იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს საათებში რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდება, კუნდე "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.

არადა, აქამდე იწერებოდა, რომ "ჩელსი" "სევილიას" დაცვის ხაზის ლიდერს 65 მილიონ ევროდ ყიდულობდა.

ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში კუნდემ ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა.