ავტორიზაცია

ტალიაფიკო, რომლის შეძენაც ზამთარში ბარსელონას უნდოდა, ახალ გუნდში გადადის

ტალიაფიკო, რომლის შეძენაც ზამთარში ბარსელონას უნდოდა, ახალ გუნდში გადადის
თარიღი 23 ივლ 2022, 11:51

"აიაქსის" მარცხენა მცველი, ნიკოლას ტალიაფიკო კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს, წერს ცნობილი ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ი.

ამსტერდამული კლუბი 29 წლის არგენტინელს 4 მილიონ ევროდ "ლიონში" გაუშვებს.

აღსანიშნავია, რომ იანვარში სამხრეთამერიკელი უკანახაზელის გადაბირება "ბარსელონას" უნდოდა, რომელიც მზად იყო ფეხბურთელი იჯარით დაემატებინა, 4 მილიონად შემდგომი შესყიდვის უფლებით, თუმცა მაშინ "აიაქსმა" ეს წინადადება იუარა.

ამ თვეში გავრცელებული ცნობით, კატალონიელები ტალიაფიკოსადმი ინტერესს ინარჩუნებდნენ და "ჩელსიდან" მარკოს ალონსოს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში მის გადაბირებას კიდევ ერთხელ ეცდებოდნენ.

მოგეხსენებათ, არგენტინელი მცველი "აიაქსის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მას მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს.