ავტორიზაცია

"სხვა ვარიანტი არ გვქონდა", - კანმა განმარტა, თუ რატომ არ უშვებდა ბაიერნი ლევანდოვსკის ბარსელონაში

"სხვა ვარიანტი არ გვქონდა", - კანმა განმარტა, თუ რატომ არ უშვებდა ბაიერნი ლევანდოვსკის ბარსელონაში
თარიღი 23 Jul 2022, 11:58

"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"მიუნხენში არაფერია გასაიდუმლოებული. ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ შევიტყვე, როცა ფეხბურთელი ვიყავი და ახლაც მტკიცდება, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობის წევრი ვარ. ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა".

"ლევანდოვსკი დავკარგეთ, "ბარსელონაში" წავიდე. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, თუ არა საუკეთესო. ბევრი მოგვცა, სეზონში 30-40 გოლი გაჰქონდა".

"როცა ვამბობდი, რომ მზად ვიყავით ლევანდოვსკი შეგვენარჩუნებინა, სხვა ვარიანტი არ გვქონდა. სხვა კლუბებისგან წინადადებები არ გვქონია. ამიტომაც გამოვრიცხე მისი წასვლა. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ახლა მანე გვყავს, "ბარსელონამ" კი ძალიან მიმზიდველი შემოთავაზებით მოგვმართა".

"მომავლისთვის გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა მივიღეთ, მომავალზე ზრუნვა კი ჩემი საქმეა. ამიტომაც ვიყიდეთ დე ლიგტი. მუდმივად ვცდილობთ ვიპოვოთ ბალანსი მსოფლიო დონის გამოცდილ ფეხბურთელებსა, როგორიც მანეა და ახალგაზრდა, ნიჭიერ მოთამაშეებს შორის, როგორიც დე ლიგტია".

"ახლა ძალიან კარგი დაცვის ხაზი გვყავს. ვცდილობდით გვეპოვა ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე ლიდერობა შეუძლია. დე ლიგტი ასეთია - მინდორზე გამორჩეულია. გვჭირდებოდა ფეხბურთელი, ვისაც დანარჩენები მოუსმენენ. ეს მოთამაშეთა მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მომწონს, როცა ფეხბურთელი მოედანზე ხმაურიანია".

"ამ მომენტისთვის, ჩემი აზრით, ფეხბურთელთა საკმაოდ მიმზიდველი ნაკრები გვყავს", - ციტირებს კანის სიტყვებს CBS Sports-ი.