ავტორიზაცია

ბაიერნი კეინის ხელში ჩაგდებას არც მომავალ ზაფხულს ეცდება — გარკვეულია მიზეზებიც

ბაიერნი კეინის ხელში ჩაგდებას არც მომავალ ზაფხულს ეცდება — გარკვეულია მიზეზებიც
თარიღი 23 ივლ 2022, 14:17

ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2023 წლის ზაფხულში "ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი "ბაიერნში" გადავიდეს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" წასვლის შემდეგ სუფთა ცენტრფორვარდის გარეშე დარჩა, ინგლისელით ინტერესდება.

როგორც Sport1.de წერს, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა რამდენიმე კვირის წინ განიხილავდა კეინის კანდიდატურას, ბევრი სხვა თავდამსხმელის მსგავსად, მაგრამ საბოლოო ჯამში კლუბის ბოსებს ამ ტრანსფერის გაჩარხვის აუცილებლობაში ეჭვი შეეპარათ.

"რეკორდმაისტერში" არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ 29 წლის ფორვარდი პრემიერ ლიგის ფარგლებს გარეთ ათამაშდება, აგრეთვე მათი აზრით, შეიძლება იულიან ნაგელსმანის სათამაშო სტილს ვერ მოერგოს.

გარდა ამისა, კეინის შესაძენად კლუბს დიდი ფულის დახარჯვა მოუწევს - "ტოტენჰემისთვის" გადასახდელი თანხისა და ფორვარდის ხელფასის გათვალისწინებით, ეს თანხა 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს. "ბაიერნის" ბოსებისთვის ჰარი ზედმეტად ძვირია.

ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, კეინის მიუნხენურ კლუბში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა. ჰარის "ტოტენჰემთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.