ავტორიზაცია

ტუხელი ვერნერით უკმაყოფილოა — დიდი ალბათობით, გერმანელი ფორვარდი ჩელსიდან ამ ზაფხულსვე წავა

ტუხელი ვერნერით უკმაყოფილოა — დიდი ალბათობით, გერმანელი ფორვარდი ჩელსიდან ამ ზაფხულსვე წავა
თარიღი 23 ივლ 2022, 14:37

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი გერმანელი ფორვარდით უკმაყოფილოა. 26 წლის შემტევი სხვა კლუბში გადასვლის ვარიანტს განიხილავს და "არისტოკრატთა" დამრიგებელი მას ხელს არ შეუშლის.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება, წერს Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.

ახლა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ვერნერი ლონდონურ კლუბს ამ ზაფხულსვე დატოვებს.

მოგეხსენებათ, ტიმო "ჩელსის" 2020 წლის ზაფხულში "ლაიფციგიდან" შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან საერთო ჯამში 89 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.