პირველივე დღეს გაყიდული მაისურების რაოდენობით, დიბალამ რონალდუს შედეგი გაიმეორა
"რომამ" ერთ დღეში კონკრეტული ფეხბურთელის გაყიდული მაისურების რაოდენობით საკლუბო რეკორდი დაამყარა.
რომაელთა გულშემატკივრებმა პაულო დიბალას ტრანსფერის დადასტურების შემდეგ პირველივე დღეს მისი რამდენიმე ათასი მაისური შეიძინეს.
როგორც აღინიშნება, ჩვეულებრივი მაისურის ფასი 110 ევროა, ელიტური ვერსიის კი - 130.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბმა "იუვენტუსის" მაჩვენებელი გაიმეორა, რომელმაც გაყიდვის პირველივე დღეს კრიშტიანუ რონალდუს დაახლოებით ამდენივე მაისური გაყიდა.
გამოსარჩევია, რომ "რომას" ისტორიაში გაყიდული მაისურების რეკორდი ლეგენდარულ ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნის.