ალეგრი: "პოგბა ამ იუვენტუსის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ამხანაგურ შეხვედრაში მექსიკური "გვადალახარას" (2:0) დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.
"კარგი ტესტი იყო ჩვენთვის. მთელი ეს დღეები გუნდი თავდაუზოგავად მუშაობდა და ახლა შედეგს ვხედავთ. კარგი მატჩი იყო, კარგ რიტმში ვითამაშეთ - ორივე ტაიმის რიგ ეპიზოდებში".
"კმაყოფილი ვარ, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელებით, ისევე ახალწვეულებით, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს. ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან მომავალ ტესტ-მატჩებშიც კარგად ასპარეზობა გვინდა".
"პოგბამ მშვენივრად ითამაშა. ჯერ კიდევ აქვს რაღაცაზე სამუშაო, მაგრამ ამ "იუვენტუსის" ერთ-ერთი სიმბოლო გახდება".
"ფაჯოლისა და გატის ასპარეზობაც მომეწონა. ფედერიკომ პირველი გოლის მომენტში ბრწყინვალედ იმოქმედა, თუმცა, რა თქმა უნდა, "იუვენტუსის" ზოგიერთი დაცვითი სქემა უნდა გაითავისოს", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს "ბიანკონერის" ოფიციალური საიტი.