ავტორიზაცია

პსჟ-მ რომას ვეინალდუმის ფასი შეუთვალა, თავად ფეხბურთელი ტრანსფერზე თანახმაა

პსჟ-მ რომას ვეინალდუმის ფასი შეუთვალა, თავად ფეხბურთელი ტრანსფერზე თანახმაა
თარიღი 23 ივლ 2022, 19:36

"პარი სენ ჟერმენი" და "რომა" ცენტრალური ნახევარმცველის, ჟორჟინიო ვეინალდუმის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო წერს, ტრანსფერის გასაჩარხად რომაელებს პარიზელთა მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.

ასე და ამგვარად, ფრანგული კლუბი 31 წლის ჰოლანდიელში დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს, აგრეთვე ისიც სურს, რომ ჟორჟინიოს მთელი ხელფასი "რომამ" დაფაროს - წლიური ხელფასის სახით იგი დაახლოებით 7 მილიონს იღებს.

ამის გამო, გარიგება ჯერ არ დახურულა. "მგლები" ვეინალდუმის გადაბირებას თავისი პირობებით ეცდებიან - ერთწლიანი იჯარა და ანაზღაურების 50%-ის დაფარვა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელმა "რომაში" გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, ვეინალდუმი "პსჟ"-ში "ლივერპულიდან" გასულ ზაფხულს გადავიდა და კლუბთან 2024 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გასულ სეზონში ჟორჟინიომ ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა ღირსება 38 მატჩში დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც გააკეთა.