ავტორიზაცია

ჰოლანდი აღფრთოვანებას ვერ მალავს: "მანჩესტერ სიტის დონე უბრალოდ საზღვრებს სცდება"

ჰოლანდი აღფრთოვანებას ვერ მალავს: "მანჩესტერ სიტის დონე უბრალოდ საზღვრებს სცდება"
თარიღი 23 ივლ 2022, 19:53

"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა, ერლინგ ჰოლანდმა "ქალაქელთა" რიგებში გატარებული პირველი დღეების შემდეგ თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

– გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა შენთვის შესაფერისია?

"დიახ, ყველაფერი ძალიან კარგად არის. სულმოუთქმელად ველოდები იმას, თუ როდის გავხდები გუნდის ნაწილი - შესანიშნავი იქნება".

"კარგ ვარჯიშებს ვატარებთ. აქაურო დონე უბრალოდ საზღვრებს სცდება", - ციტირებს 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ჰოლანდი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "დორტმუნდიდან" 60 მილიონ ევროდ იყიდა.