ავტორიზაცია

"ვუთხარი, რომ მანჩესტერში ნამდვილი პოლი არასოდეს მინახავს", - ბონუჩი პოგბას იუვეში დაბრუნებას ეხმაურება

"ვუთხარი, რომ მანჩესტერში ნამდვილი პოლი არასოდეს მინახავს", - ბონუჩი პოგბას იუვეში დაბრუნებას ეხმაურება
თარიღი 23 ივლ 2022, 21:57

"იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი ტურინულ გრანდში ნახევარმცველ პოლ პოგბას დაბრუნებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, 29 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი "ბიანკონერის" "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

"გააცნობიერა, რომ დღევანდელი "იუვენტუსი" ალბათ უკან გადადგმული ნაბიჯია იმ გუნდთან შედარებით, საიდანაც წავიდა. პროექტისა და გუნდის ცენტრშია, ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება".

"ვუთხარი, ის პოგბა გვჭირდება-თქო, რომელსაც ვიცნობთ და "მანჩესტერში" ნამდვილი პოგბა არასოდეს მინახავს, ახლა კი მის ხილვას კვლავ "იუვეში" ველოდები", - განუცხადა ბონუჩიმ La Gazzetta dello Sport-ს.