კუნდე ცალი ფეხით ბარსელონაშია — ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს საათებში დაიხუროს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "სევილიას" ცენტრალური მცველის, ჟიულ კუნდეს ხელში ჩაგდებასთან ახლოს არის.
ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს რამდენიმე საათში დაიხუროს, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.
"ბლაუგრანა" თავისი შეთავაზების გაზრდას აპირებს - კატალონიელებმა იციან, რომ ანდალუსიელები არანაკლებ 50 მილიონ ევროს ითხოვენ.
"ჩელსიმ" 65-მილიონიანი წინადადება გააკეთა, მაგრამ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდით და ბონუსებზე გადანაწილებით. "ბარსამ" კი შედარებით მომგებიანი ფორმულა შეიმუშავა.
"ლურჯ-ბროწეულისფრებს" "სევილიასთვის" ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ, მაგრამ ამას უახლოეს საათებში გააკეთებენ. დიდი ალბათობით, ეს შეთავაზება ანდალუსიელებს დააკმაყოფილებთ.