რონალდუ თანახმაა — ატლეტიკოს ტრანსფერის გასაჩარხად რომელიმე ვარსკვლავის გაყიდვა მოუწევს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მზად არის მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდეს.
როგორც ცნობილი ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი წერს, მიუხედავად 37 წლის პორტუგალიელის სურვილისა, "როხიბლანკოს" ამ ტრანსფერის გასაჩარხად რომელიმე სახელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.
კიდევ ერთი პოტენციური დაბრკოლება გარიგებისადმი "ატლეტიკოს" გულშემატკივართა დამოკიდებულებაა, იმის გათვალისწინებით, რომ კრიშტიანუ 2009 წლიდან 2018 წლამდე "რეალის" ღირსებას იცავდა.
მოგეხსენებათ, რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" აბარგება მიმდინარე ზაფხულსვე სურს, რადგან "ეშმაკუნები" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებენ.
გასულ სეზონში კრიშტიანუმ, რომელსაც მანიკუნიანელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ წელს ეწურება, ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.