ახალი დეტალები — კუნდემ ჩელსის უარი შეუთვალა და ბარსელონას ელოდება
"სევილიას" ცენტრალურმა მცველმა, ჟიულ კუნდემ "ჩელსისთვის" უარის თქმა გადაწყვიტა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ლონდონური კლუბის შეთავაზებას არ დათანხმდა.
23 წლის ფეხბურთელს "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ხავისთან მუდმივი კონტაქტი აქვს და "ბლაუგრანასგან" გარიგების დახურვას ელოდება. კუნდე "ლურჯ-ბროწეულისფრებს" დაჰპირდა, რომ მოიცდის.
მიუხედავად "ბარსასა" და "სევილიას" შორის კომპრომისის მიღწევისა, კატალონიელებს ოფიციალური შეთავაზება ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ. კატალონიაში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
აქამდე არსებული ცნობების თანახმად, "ბარსელონა" ანდალუსიელებს კუნდეს სანაცვლოდ არანაკლებ 50 მილიონ ევროს შესთავაზებს.