ავტორიზაცია

"ჩელსიმდე ბარსელონა დაგვიკავშირდა", - ნაპოლის პრეზიდენტმა კულიბალის გაშვების მიზეზები განმარტა

"ჩელსიმდე ბარსელონა დაგვიკავშირდა", - ნაპოლის პრეზიდენტმა კულიბალის გაშვების მიზეზები განმარტა
თარიღი 24 Jul 2022, 00:31

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის "ჩელსიში" გაყიდვის მიზეზები ახსნა.

"გავუშვი, რადგან თავად მოითხოვა. "ბარსელონა" დაგვიკავშირდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა, ვალები აქვს", - ციტირებს ნეაპოლელთა ხელმძღვანელის სიტყვებს Football Italia.

"შემდეგ "ჩელსი" გამოჩნდა და ისეთ ფეხბურთელს, როგორიც კულიბალია, უბრალოდ უარს ვერ ვეტყოდით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალებით ვცდილობდით მის შენარჩუნებას და წლიური ხელფასის სახით "სუფთა" 6 მილიონ ევროს ვთავაზობდით".

"მაგრამ თუ ფეხბურთელს პრესტიჟულ კლუბში ახალი გამოწვევის მიღება უნდა, მსოფლიოს წამყვან ლიგაში, მაშინ ისღა დაგრჩენია იმაზე იფიქრო, თუ რა მისცა მან შენს გუნდს და გზაზე არ გადაეღობო", - დასძინა ლაურენტისმა.

მოგეხსენებათ, "ჩელსიმ" 31 წლის სენეგალელი 38 მილიონ ევროდ იყიდა და 2026 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.