ავტორიზაცია

დონარუმა თუ ნავასი? — პსჟ-ს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ძირითადი გოლკიპერი დაასახელა

დონარუმა თუ ნავასი? — პსჟ-ს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ძირითადი გოლკიპერი დაასახელა
თარიღი 24 ივლ 2022, 00:49

"პარი სენ ჟერმენის" ახალი მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს განცხადებით, გუნდის ძირითადი გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა იქნება.

"მესმის, რომ კეილორ ნავასი არსებული სიტუაციით ნამდვილად იმედგაცრუებულია, მაგრამ იგი მჭირდება, როგორც მეორე ნომერი", - ციტირებს 55 წლის სპეციალისტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გასულ სეზონში 35 წლის კოსტარიკელმა ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 24 გოლი გაუშვა და საკუთარი კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა.

რაც შეეხება დონარუმას, 23 წლის იტალიელმა პარიზელთა ღირსება 24 შეხვედრაში დაიცვა, 23-ჯერ გაუტანეს და 9 მშრალი თამაში ჩაატარა.

ცნობისთვის, ნავასს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხოლო ჯიჯის 2026 წლის 30 ივნისამდე.