ცნობილია ვარსკვლავი, რომელსაც ატლეტიკო რონალდუს გამო წირავს და მის გაშვებაზე უკვე მუშაობს
"ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა მზად არის მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს შეელიოს.
როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Times-ი იტყობინება, მადრიდულ გრანდს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს ხელში ჩაგდება უნდა, რისთვისაც სახელფასო ხარჯები უნდა შეამციროს და ამის გაკეთებას 31 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის "დახმარებით" ცდილობს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ატლეტიკომ" გრიზმანი სხვადასხვა კლუბს უკვე შესთავაზა. მათ შორისაა "პსჟ"-ც, თუმცა პარიზელებმა უარი განაცხადეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ანტუანი ამჟამად "ბარსელონას" საკუთრებაა და დიეგო სიმეონეს კოლექტივში იჯარით ირიცხება, მაგრამ გარკვეული ოდენობის მატჩების ჩატარების შემთხვევაში, "ატლეტიკო" ვალდებული იქნება მისი კონტრაქტი შეისყიდოს.
ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში გრიზმანმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც მიითვალა.