"ხარისხი გვაკლდა", - ანჩელოტის კომენტარი ბარსელონასთან მარცხის შემდეგ

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "ბარსელონასთან" (0:1) გამართულ ტესტ-მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, ამხანაგური "ელ კლასიკო" ლას-ვეგასში შედგა, სადაც ესპანური გრანდები წინასასეზონო მზადებას გადიან.
"ქვედა ბლოკით თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ ხარისხი გვაკლდა", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.
"(ბენზემას არყოფნაზე) მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და როცა არ არის, რაღაც გვაკლია", - დასძინა მადრიდელთა დამრიგებელმა.
ცნობისთვის, "რეალი" მომდევნო ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს, მექსიკურ "ამერიკასთან" გამართავს.